სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა
საგანმანათლებლო ექსკურსიები, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც მოსწავლეები,
ასევე მათი მშობლები. ამ მეტად საჭირო აქტივობის ძალზედ ბევრი და მრავალფეროვანი დანიშნულება
აქვს. მოსწავლეები ეცნობიან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნოებებს, კულტურულ
მემკვიდროებებს, თვალს ადევნებენ სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას,
ბუნებას და რაც მთავარია ექსკურსია აახლოებს მოსწავლეებს ერთმანეთთან, უფრო მეგობრულები
ხდებიან.
საგანმანათლებლო ექსკურსიების ორგანიზებასა და მოწყობას მასწავლებლის სტანდარტიც გვავალდებულებს[(მუხლი 7.4. სასწავლო პროცესის დაგეგმვა.) მასწავლებელს, სასწავლო გეგმის შესაბამისად, შეუძლია კლასგარეშე საქმიანობის დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით].

დედაქალაქის
ღირსშესანიშნაობების უკეთ გაცნობის მიზნით ჩატარდა ექსკურსია -„გასეირნება თბილისში“. 13 აპრილი 2018 წელი
მარშრუტი: მამა დავითი, მთაწმინდის მწერალთა პანთეონი, ლისის ტბა
ექსკურსიის მეორე დღეს მოსწავლეები უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილელებს- კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღის შესახებ.
ექსკურსია მცხეთაში
მარშრუტი: თბილისი, მცხეთა-ჯვარი, დედათა მონასტერი.
ექსკურსიის მიზანი:
1. ჩვენი ქვეყნის უძველესი ღირსშესანიშნაობების გაცნობა
2. საქართველოს სხვადასხვა რაიონის მიერ მოწყობილი შემოდგომის კუთხეების დათვალიერება
3. ხალხური ხელნაკეთების დათვალიერება და გაცნობა
4. ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებების წერილობითი გადმოცემა.

No comments:
Post a Comment